jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მხარდამჭერი მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" ეძებს გუნდის ახალ წევრებს სკოლამდელი განათლების ცენტრში მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;
** მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის, ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ.
** საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა;
** მოსწავლეებისათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მხარდამჭერი მასწავლებელი" გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |