jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი, მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

შპს "სანტე ჯი ემ თი" პროდუქტების პარტნიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის და მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის პოზიციებზე ქალაქ გურჯაანში

1) მძღოლ-ექსპედიტორი

მძღოლ-ექსპედიტორის ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასწარ პალეტიზებული პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება (დამხმარე პერსონალთან ერთად);
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა / ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.

მძღოლ-ექსპედიტორის ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

2) მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე

მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტებად დალაგებული პროდუქციით დატვირთვა;
** დოკუმენტაციის შესაბამისად სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა.

მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ქალაქ გურჯაანიდან მოხდება პროდუქციის დისტრიბუცია კახეთის რეგიონზე

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი ან დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 599-285-882, 598-518-181, 595-002-330;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ივლისი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |