jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ნიკს ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

"ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, კავსაძის #3
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.

გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი/მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა (Balance/FINA);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის დარგში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის და სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით ანგარიშების/რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის აღრიცხვა და კონტროლი;
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა
** დებიტორ-კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარება;
** დაქვემდებარებული პერსონალისთვის დავალებების დელეგირება, შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** პერიოდულად საწყობის ინვენტარიზაციის აუდიტის ჯგუფში ჩართულობა (ადგილზე ვიზიტი)
** საგადასახადო და სხვა დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:
`
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@niksholding.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ მთავარი ბუღალტერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |