jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ICT-ის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2023-2024 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკადემიის სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო პროგრამების, მათ შორის სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების სწავლება;
** სწავლისა და სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენება;
** პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისს.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მასწავლებელი. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლობის შესახებ.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |