jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრებს სკოლამდელი განათლების ცენტრში ბაღის მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაგეგმილი აქტივობების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების წარმართვა;
** ჯგუფის აქტივობიდან აქტივობაზე გადაადგილება;
** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების მხარდაჭერა თვითმოვლის უნარების განსავითარებლად;
** აქტივობისთვის საჭირო რესურსებისა და მატერიალების ორგანიზება;
** დილით მოსწავლეების დახვედრა და საღამოს მშობლებთან მიცილება;
** კვების დროს მოსწავლეების მხარდაჭერა;
** პოზიტიური სასწავლო ატმოსფეროს შექმნა;
** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი" გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |