jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საქვაბისა და ელქვესადგურის ოპერატორი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალპროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქვაბისა და ელქვესადგურის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქვაბის ორთქლის ქვაბისა და წყალგამაცხელებლების მომსახურება;
** ქვესადგურის მორიგეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორთქლის ქვაბზე მუშაობის გამოცდილება სასურველია (არააუცილებელი);
** შეესაბამებოდეს ელექტრობის მესამე ჯგუფის კვალიფიკაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არაუგვიანეს 2024 წლის 22 ივლისისა.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |