jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის უზრუნველყოფა;
** მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
** მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისი..

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ინგლისური ენის მასწავლებელი" გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

"ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის", როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლობის შესახებ.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |