jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: რეკლამა პლიუსი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

სარეკლამო კომპანია შპს "რეკლამა პლიუსი"/"კალიფსო" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს, კერძოდ ბათუმის ბაზარზე და დაკავებულია სარეკლამო კონსტრუქციების დამზადებითა და სარეკლამო მასალებზე ბეჭდვით.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო საათები: 11:00-19:00 (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

** დაწესებულების ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი;
** ორგანიზაციის სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების მართვა;
** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** ოფისში შემოსული ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** შეხვედრების ორგანიზება;
** სხვადასხვა საოფისე/საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
** ოფიციალური წერილების მომზადება
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს სფეროში;
** MS office - საოფისე პროგრამების (Ms Word, MS Excel, Ms powerpoint) სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა
სათანადო ანაზღაურებით

კომპანია გთავაზობთ: საინტერესო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას ახალგაზრდა ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდში, მზარდ ანაზღაურებას და დამატებით შემოსავალს შესრულებული სამუშაოებისა და პროექტებში ჩართულობის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Khokhbanatia@gmail.com ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 599 20 65 47



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |