jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი/პრომო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ტომარტი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ტომარტი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უნივერსალურ ქართულ წებოცემენტს გერმანული ტექნოლოგიებით.

https://www.facebook.com/TomArt2020?mibextid=ZbWKwL

კომპანია "ტომარტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის/პრომო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ, მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება დამაჯერებლად;
** კლიენტების დაინტერესება პროდუქციით და წარმატებული გაყიდვები;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.

პიროვნული და პროფესიული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ სახელფასო სისტემას ბონუსებით 500 ლარს + გაყიდვების 3%;
** სამუშაო საათები: 9:00--19:00;
** დასვენების დღეები: შეთანხმებით მენეჯერთან: (თვეში ექვსი) დღე სურვილის მიხედვით.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი.
ბონუსი მინიმუმ 1000-1500 ლარი.

მისამართი: თბილისი, ვარკეთილი 3, 4 მრ მიმდ. ნაკვეთი 14/430

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV/რეზიუმე marekhi.maroshvili@mail.ru.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |