jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "VG" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისელერი) პოზიციაზე რუსთავში.

განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 2100-2500 ლარი

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე;
** უძრავი ქონებით ან ავტომობილით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ქონა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა;
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** შეკვეთის გაფორმება;
** კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება.

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. (სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი რუსთავი)

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |