jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: პარადისის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani / Peak / Luhta / Colmar და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 6 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - www.paradisi.ge.

"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზია PEAK - ში ვაჟა-ფშაველას 8-ში, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" NEWBALANCE, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" PEAK. NEWBALANCE ვაჟა-ფშაველას 20,

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** მოქნილი საბონუსე სისტემა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა
** მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@paradisi.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |