jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: რედბერი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

"wegroup"-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საერთაშორისო ბრენდების SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: wegroup.ge, www.myredberry.ge, www.mandarina.ge

ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მაღალი ანაზღაურება
** პროფესიული ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობა
** სამედიცინო დაზღვევა
** შვებულება გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა
** კორპორატიული ფასდაკლება MANDARINA და REDBERRY ის ბრენდულ პროდუქციაზე
** ჯანსაღი სამუშაო გარემო

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00

რას ველოდებით შენგან:

** ბრენდის მიზნების და სამიზნე აუდიტორიის შესაბამისი კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება
** ბრენდის ყველა სოციალური ქსელისთვის ქონთენთის შექმნა და ქოფის დაწერა
** ქონტენტ კალენდრის შექმნა და დადგენილ ვადებში განთავსება შესაბამის არხებში
** მარკეტინგის გუნდის წევრებთან კოლაბორაცია და შექმნილი ქონტენტის ეფექტურობის უზრუნველყოფა
** მარკეტინგული კამპანიებისთვის კრეატიული კონცეფციის და მესიჯების შემუშავება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია: 

** ვიდეო რილსების გადაღების გამოცდილება და საინტერესო, პირადი პორტფოლიო
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა
** სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Photoshop, Illustrator).
** იყო დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
** კრეატიული
** პასუხისმგებლობიანი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/43tmbm4

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |