ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი);
** ტურ-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** თვალყური ადევნოს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველყოს ორგანიზებული და პროდუქტიული სამუშაო გარემო;
** კოორდინირება გაუწიოს დასაქმებულებს და განახორციელოს მათი საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი;
** შეიმუშაოს და განავითაროს ბიზნეს სტრატეგია კომპანიის მიზნების მისაღწევად;
** განახორციელოს კომპანიის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა;
** აკონტროლოს მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტისა და სერვისების შემუშავება და მიწოდება;
** მუდმივად აკონტროლოს ბაზრის ტენდენციებს; მართოს ბიზნეს სტრატეგიები კონკურენტუნარიანობის შესაბამისად;
** შეინარჩუნოს საქმიანი ურთიერთობები კორპორატიულ კლიენტებთან და პარტნიორებთან;
** უზრუნველყოს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისობა რეგულაციებთან.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიზისული სიტუაციების მართვის კონტროლი.
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, კომპანია სთავაზობს:
სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს;
სამუშაო გრაფიკს 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი); 10:00 - 15:00 (შაბათი)
ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს;
კვებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel