"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) პროგრამული გატარება;
** RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
** სალაროს შემოსავლების აღრიცხვის ჯგუფის მონაცემებისა და RS.GE-ს რეპორტის მონაცემების შედარება და სხვაობების გამოვლენა/შესწორება;
** Payment/prepayment-ების შექმნა გადარიცხვების პროცედურის შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** ბუღალტრული საქმიანობის ფარგლებში, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ეფექტიანი მოგვარების გზების ინიცირება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evex.ge/ka/vacancy/bugalteri/711
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!