ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker"-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ NewYorker-ს არასოდეს დაუხევია უკან.
სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2013 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს Saburtalo City Mall, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს Gldani City Mall.
საქართველოში NewYorker-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.
"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისი მოლის ფილიალში:
მოთხოვნები:
** 1C-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
უნარ-ჩვევები:
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
** მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;
** ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურების ცოდნა;
** კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება;
** პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის მომზადება;
** როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;
** პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;
** საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ხელფასს;
** მეგობრულ და გუნდურ სამუშო გარემოს;
** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
** ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი თბილისი მოლის ფილიალი".