jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტრული სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული სამსახურის უფროსის პოზიციაზე

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი ბუღალტრული საკითხის მართვა და აღრიცხვის გამართულობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბუღალტრული გუნდის საქმიანობაში ყოველდღიური ჩართულობა და კონტროლი;
** ბრუნვითი უწყისის ნაშთების სისწორის კონტროლი;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
** დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საგადასახადო სიახლეების დროულად შესწავლა და ცვლილებებთან კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამისი პროფილით;
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით excel-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია პროგრამა "ბალანსში" ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის სწორი მენეჯმენტი;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან ტრენინგებსა და კურსებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ნომერს;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |