jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ადგილობრივი შესყიდვების ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სპეცტექნიკის მიმართულებით ადგილობრივ შესყიდვაზე მიღებული განაცხადების (ნაწილების შესყიდვა) ანალიზი და პროგრამაში ასახვა;
** მოთხოვნილი პროდუქციის (ნაწილი) მოძიება ადგილობრივ მომწოდებლებთან, ბაზრის კვლევა, პროდუქციის მახასიათებლებისა და ვარგისიანობის გადამოწმება/დაზუსტება;
** შეკვეთილი პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** შეკვეთილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მარაგებისა და ძირითადი საშუალებების განყოფილებისთვის ინფორმაციის გადაგზავნა;
** შესყიდვის დოკუმენტების (შეკვეთის ფორმა, კოდი, ფასი, მდებარეობა) მარაგების განყოფილებასა და ბუღალტერიაში წარდგენა;
** პოტენციური ადგილობრივი მომწოდებლების მუდმივად მოძიება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, კახეთის გზატკეცილი #63;

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1455

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |