jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზის ოპერატორი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ოპერატორის (1C პროგრამაში) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება, სტაჟირების შემდეგ 800 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
** შეკვეთების მომზადება და კორექტირება;
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ?

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად;
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV: vacancy@sharmtrading.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მონაცემთა ბაზის ოპერატორი" ან დაგვიკავშირდით: 577 27 29 22.

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |