jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ტექნიკოსის დამხმარე
მომწოდებელი: RIDGID GLOBAL
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

"RIDGID GLOBAL" წარმოადგენს 100 წლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკური ინდუსტრიის პიონერს, რომელსაც სურს ამერიკული ხარისხი დაამკვიდროს ქართულ რეალობაში.

მოცემულ ეტაპზე გამომდინარე კომპანიის ზრდის სწრაფი ტემპებიდან და მაღალი საბაზრო მოთხოვნიდან, ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს დაასაქმოს მოტივირებული და ტექნიკური აზროვნების მქონე ახალგაზრდები ორ მიმდინარე პროექტში მთავარი ტექნიკოსის დამხმარის პოზიციაზე.

მის მოვალეობაში უნდა შედიოდეს საინსტალაციო პროცესში მთავარი ტექნიკოსისათვის მექანიკური დახმარება, ინვენტარის მონიტორინგი და ა.შ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ ინტერესი ან მინიმალური პრაქტიკა სარემონტო სამუშაოების, ხელსაწყოების გამოყენებისა და ტექნიკური აზროვნების მხრივ.

ამასთან მათ მოვალეობაში არ შედის ტექნიკის უშუალოდ ინსტალაცია, არამედ მხოლოდ პროცესში დახმარება, თუმცა სურვილისა და ათვისების შესაბამისად ამ კუთხითაც მიიღებენ ცოდნა/გამოცდილებას. კომპანია სრულად უზრუნველყოფს დამხმარეების ტრენინგს, კომპეტენციის ამაღლებასა და ყველა საჭირო საინფორმაციო/მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია საქმის მაღალი ხარისხით შესრულებისათვის.

ანაზღაურება: 1300 ლარი + გამომდინარე შესრულებული საქმიანობისა და კომპეტენციიდან
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ლოკაცია: თბილისი

აღნიშნული პოზიცია მოგცემთ შესაძლებლობას:

** მიიღო ცოდნა სამშენებლო, სარემონტო, ტექნიკური კუთხით და ამასთან პრაქტიკულად განახორციელონ სამუშაოები რეალურ პროცესებში ინოვაციური ტექნოლოგიებით
** იყო მონაწილე ისეთი კომპანიის ყოველდღიური გამოწვევების გადაჭრაში, რომელიც მიზნად ისახავს და ასრულებს მთლიანად ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებას.
** გაიცნო და დაუმეგობრდე პროფესიონალთა ჯგუფს მრავალწლიანი პრაქტიკითა და გრძელვადიანი ბიზნეს ხედვებით.

ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატს სასურველია ჰქონდეს:

** პრაქტიკა სარემონტო, ტექნიკურ სამუშაოებზე რაიმე ტიპით მონაწილეობის
** ჰქონდეს მინიმალური გამოცდილება ან სურვილი შეძლოს სანტექნიკური და ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება
** შეეძლოს სრული სამუშაო განაკვეთით კომპანიაში საქმიანობა
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა

ტექნიკოსის დამხმარის მოვალეობებში შედის:

** საყოფაცხოვრებო ტექნიკის საინსტალაციო პროცესის წარმართვა მთავარ ტექნიკოსთან ერთად
** წარმატებით დანერგოს პრაქტიკაში ის წესები რომელსაც დეტალურად გაივლის კომპეტენციის ასამაღლებელ ტრენინგებზე.
** ინსტალაციისათვის გამოყოფილი ინვენტარის ხარჯვის აღრიცხვა და მოფრთხილება
** ტექნიკური მონიტორინგი უკვე მოქმედ ინვენტარზე

თქვენი სივი გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: ridgidglobal@gmail.com

საკონტაქტო ნომერი: 577 72 24 88



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |