jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: Profy
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

"პროფი" (Profy) არის პირველი ქართული სწრაფად მზარდი საყოფაცხოვრებო სერვისების ციფრული პლატფორმა (Marketplace), რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და სერვისის მიმწოდებლებს ერთმანეთთან. პროფი აერთიანებს სამ პროდუქტს: ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია მომხმარებლებისთვის და მობილური აპლიკაცია სერვისის მიმწოდებლებისთვის.

2019 წელს გაიცნო ქართველმა მომხმარებელმა პროფი და ამავე წელს გაიმარჯვა თიბისის ბიზნეს დაჯილდოების კონკურსში - ნომინაცია - "წლის საუკეთესო სტარტაპი". დღეს პროფი ოპერირებს თბილისსა და ბათუმში და აერთიანებს 300-ზე მეტ აქტიურ სერვისის მიმწოდებელს. პლატფორმაზე შესრულებული შეკვეთების რაოდენობა კი 100 000-ს აჭარბებს.

განვითარების სწრაფ ტემპთან ერთად, კომპანია ეძებს გენერალურ მენეჯერს (General Manager), სტრატეგიული აზროვნებით, გუნდის მართვის უნარებით, ამბიციური ამოცანების მიღწევისთვის მზაობით, ციფრული პლატფორმების განვითარებაში მუშაობის გამოცდილებითა და მოტივაციით, დაეხმაროს "პროფის"ახალი მწვერვალების მიღწევაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის სტრატეგიის და სტრატეგიული ამოცანების შემუშავება/განსაზღვრა, დამფუძნებლებთან შეთანხმება, განხორციელება და დამფუძნებლებთან პერიოდული ანგარიშგების/შედეგების წარდგენა.
** კომპანიის ბიზნესის განვითარების პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და დანერგვა, მათ შორის:
** ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა,
** ლოიალურობის სისტემის დანერგვა და განვითარება,
** აპლიკაციის/ვებ გვერდის განახლება და ფუნქციონალის დამატება,
** გარე პარტნიორების/ვენდორების/აგენტების ინტეგრაცია,
** საქართველოს რეგიონებში ექსპანსია,
** გაყიდვების ზრდა და გაყიდვების ზრდისთვის (Scale up) ტექნიკური მომზადება,
** კომპანიის ფინანსური ბიუჯეტის შედგენა/მომზადება, დამფუძნებელთა საბჭოზე (ბორდზე) დამტკიცება, შესრულების კონტროლი, ბორდის წევრებისათვის შედეგების წარდგენა.
** საცალო გაყიდვების ზრდისათვის ღონისძიებების დაგეგმა და განხორციელება.
** კომპანიის ბრენდის ღირებულების გაზრდა. როგორც ციფრული, ასევე არა-ციფრული მარკეტინგული კამპანიებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი და შედეგების გაზომვა.
** ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომლების შრომითი ეფექტურობის შეფასება და გაზრდა.
** კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განმტკიცება.
** საოპერაციო გუნდის და პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვა.
** მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, მისი მუდმივი კონტროლი და ანალიზი.
** შეთანხმებული KPI-ების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ქმედებების ორგანიზება მათი შესრულებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღმასრულებელ პოზიციებზე, ან მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ტექ-ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ფინანსური ანგარიშების ანალიზისა და წარმოების გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Talents@profy.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ General Manager.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |