jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დამხვედრ-გამცილებელი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

შემომყვანი ტურიზმით დაკავებული კომპანია "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დამხვედრ-გამცილებლის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

მოვალეობები:

** აეროპორტში სტუმრების დახვედრა-გაცილება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების სასტუმროში განთავსება;
** საქართველოს შიდა ტურების შეთავაზება/გაყიდვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, ორი დასვენების დღე.
(სამუშაო დღეები დამოკიდებულია ავია რეისებზე)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.ge

აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |