jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარეს თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლოკაცია: თ. ერისთავის ქ. 21

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის მიღება და დასაწყობება;
** საწყობში შეკვეთის მომზადება;
** გაყიდული პროდუქციის კლიენტის მანქანასთან მიწოდება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** მომხმარებელზე ორიენტირება და მომსახურება;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
** თიმ ბილდინგი.

სამუშო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი: 09:50-18:00; შაბათი: 09:50-14:00
** დასვენება: კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის დამხმარე".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბიში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |