jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე ბათუმში.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** სერვის პუნქტების მომსახურების ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების დამუშავებაში მონაწილეობა და საჭიროებისამებრ ცვლილებების ინიცირება;
** სერვის პუნქტის საწყობში ნივთების მიღება/გაცემის პროცესების დადგენილი წესის შესაბამისად წარმოების მონიტორინგი;
** სერვის პუნქტის გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი სერვისების განვითარების მიმართულებით არგუმენტირებული ინიციატივების დაყენება ხელმძღვანელობასთან;
** განსაზღვრული პერიოდულობით სერვის პუნქტის ინვენტარიზაციის ინიცირება და პროცესში ჩართულობა;
** სერვის პუნქტის საწყობის კვარტალური აღწერა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

საქმიანი თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |