შპს "ლიდერ სისტემი" საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სამუშაო გრაფიკი: 6 დღე
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 2000 ლარი)
** საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
** ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
** ტრენინგებს და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების დროული ანალიზი;
** წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება და დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედება;
** მართოს შეხვედრები მიმდინარე კლიენტებთან;
** საბითუმო-საცალო კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა და მუდმივი ყურადღება მის გაუმჯობესებაზე;
** კლიენტთა ბაზის და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
** ბაზრის კვლევის ჩატარება (კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიების ეფექტურობა და ა.შ.)
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
** სასურველია სამშენებლო სფეროსთან/სამშენებლო პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება;
** ენები: სასურველია B2 რუსული/ინგლისური;
** ინტერესი სამშენებლო ბიზნესის მიმართ;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
** გაყიდვების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ფოკუსირება - ხარისხზე და სიზუსტეზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრისეილერი ბათუმი"
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემმა" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@leadersystem.ge