შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის/ვაკუუმის მუშის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მის: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა (პოლიციის აკადემიასთან);
ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: ფიქსირებული; (მზარდი ანაზღაურებით)
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის გამზადება ვაკუუმის ოთახში წარსადგენად;
** ვაკუუმის ოთახში შესრული პროდუქციის დაფასოება;
** საწყობში არსებული მზა პროდუქციის დაფასოება შესაბამისი სახეობების მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კომპანია უზრუნველყოფს სპეც-ჩაცმულობას;
** 10 %-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
** ექიმის მეთვალყურეობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება წარმოების თანამშრომელი "დამფორმებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!