jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 16 სექტემბერი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში, (პირადი ავტომობილით).

ადგილმდებარეობა: თბილისი (ღრმაღელეს მეტროს მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 1000-2000) +საწვავი+ ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში, კერძოდ სილამაზის სალონებსა და ესთეტიურ ინდუსტრიაში არსებულ ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
** შეკვეთების მიღება და გაფორმება
** სავაჭრო ობიექტების დაკვალიანებება, მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
** მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ?

** ფიდპასი
** საწვავის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მიზანდასახული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. vacancy@sharmtrading.ge მიუთითეთ პოზიციის დასახელება სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში.

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |