ფინანსური კომპანია შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბექოფისის დისტანციური თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი (შეთანხმებით), სრული განაკვეთი.
სტაჟრება: ანაზღაურებადი
სამუშაოს აღწერა:
** დისტანციური თანამშრომელი პასუხისმგებელია კომპანიის EXCEL მონაცემთა ბაზის მართვასა და ინფორმაციის გადამოწმებაზე. კომპანია თავად უზრუნველყოფს მუშაობისთვის საჭირო აღჭურვილობის მომარაგებას. საჭიროა მუდმივი ინტერნეტ კავშირი, უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოვალეობა: EXCEL-ის მართვა:
** მონაცემების ზუსტი შეყვანა და განახლება ყოველდღიურად.
** საჭირო ინფორმაციების მოძიება და გადამოწმება.
** კანდიდატს კომუნიკაცია მოუწევს მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებთან და მათგან უკუკავშირის მიღება.
მოთხოვნები:
ძირითადი ტექნიკური უნარები:
** თქვენსავე ექსელში ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უნარი.
** კომუნიკაციის უნარები: ეფექტური კომუნიკაცია მხოლოდ გუნდის წევრებთან.
ორგანიზაციული უნარები:
** მონაცემთა მართვის უნარი, პასუხისმგებლობა და ყურადღების კონცენტრირება დეტალებზე.
** ენები: ქართული (კარგად), ინგლისური ან რუსული (საშუალო დონეზე).
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** საქმისადმი პატივისცემა და პასუხისმგებლობა
** მონდომებულობა
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი
სამუშაო გამოცდილება:
** აპლიკანტები რომლებიც კარგად ერკვევიან ტექნიკაში მიენიჭებათ უპირატესობა (კერძოდ; ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.) რაიმე პროფესიიდან გამომდინარე. სასურველია excel-ის საბაზისო დონეზე ფლობა.
** გამოცდილების არ მქონე პირებს უნდა გააჩნდეს: ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ათვისების კარგი უნარი, მონდომება/მოტივაცია.
წარსადგენი დოკუმენტაცია - CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელფოსტაზე solocreditcv@gmail.com
ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები.
ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი/გამოუცდელი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!
დამატებითი ინფორმაცია:
** დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
** კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
** დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
** დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!