კომპანია "თურსა" აცხადებს მიღებას მომწოდებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ
ძირითადი მოვალეობები:
** უცხოელ (თურქი) მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** იმპორტის ოპერაციებში აქტიური ჩართულობა;
** შეკვეთების წარმოება;
** კორესპონდენციის წარმოება;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება
** ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ისე წერით;
** კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული ცოდნა;
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
** წესრიგის დაცვა.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მომწოდებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი"
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.