"CARU" აცხადებს ვაკანსიას ავტოასისტენტის პოზიციაზე.
"ქარუმ" სტარტაპიდან წარმატებულ ბიზნესამდე დიდი გზა განვლო. ის არის შუამავალი მომხმარებელსა და ავტოასისტენტს შორის. და დღესდღეობით ქარუს 50, 000-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს შეკეთებული.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთის მიღების შემდეგ მომხმარებელთან შეხვედრა დათქმულ დროსა და ლოკაციაზე
** მანქანის წამოყვანა და სანდო ხელოსანთან მიყვანა
** მანქანის შეკეთება და მეპატრონესთან დაბრუნება.
მოთხოვნები:
** მთავარია იცოდე ავტომობილების ტექნიკური მხარე
** უნდა იყო კომუნიკაბელური ადამიანი
დამატებითი ინფორმაცია:
** გამოცდილების მიხედვით ავტოასისტენტს ენიჭება დონეები - დამწყები, გამოცდილი და ექსპერტი.
** პირველ ეტაპზე ავტოასისტენტი გამოიმუშავებს 1500 ლარის ფარგლებში შემდეგ ეტაპებზე კი გამომუშავება იზრდება 2500-5000 ლარამდე და მეტიც.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე info@caru.ge-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ "ავტოასისტენტი".
წარმატებები!