საკვები დანამატებისა და ვიტამინების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა" თბილისში გაიხსნა! კომპანია 25-მდე მაღაზიით უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის მთავარი მიზანია ადამიანთა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
"ფიტნეს ფორმულა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საბურთალო, სულხან ცინცაძის #12
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 21:00 სთ-მდე, თვეში 15 დღე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება). 1, 5 საათი შესვენება.
ანაზღაურება: საწყისი 800 ლარი (NET)+ბონუსი
მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
** ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია
მოთხოვნები:
მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@fitnessformula.ge
გისურვებთ წარმატებებს!