სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: წარმოების ხელმძღვანელს.
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად საწარმოო პროცესების დაგეგმვა და წარმოების პროცესის მართვა;
** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის რეცეპტურების მიხედვით კალკულაცია და დამხმარე მასალების ნაშთების კონტროლი;
** წარმოების ბიუჯეტირების მართვა
** ასორტიმენტის გაზრდაზე ზრუნვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი HACCP-ის
** საწყობების მართვა (ნედლეულის, მზა პროდუქციის და უკან დაბრუნების საწყობი)
** მარკირების ორგანიზება და მართვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** პროგრამის დახმარებით ნედლეულის მზა პროდუქციად გარდაქმნა;
** გარდაქმნილი პროდუქციის ნაშთებისა და მარაგების კონტროლი;
** აპექსისა და rs.ის შესაბამისობის კონტროლი;
** ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** პროგრამის დახმარებით სხვადასხვა რეპორტების ამოღება და მათი ანალიზი.
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვების ინდუსტრიაში
** სასურველია, განათლება კვების ინდუსტრიის მიმართულებით; საწარმოო და ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნესში;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა);
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "წარმოების ხელმძღვანელი"
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.