"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე (დღის და დღე-ღამის ოპერატორი).
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ძირითადი მოვალეობები:
** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
** სადაზღვევო პირობების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება;
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა;
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.
განათლება და გამოცდილება:
** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: bitsadze@myigg.ge; gabelia@myigg.ge.