"დეპი" (DEP) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისთვის.
"დეპი" (DEP) აცხადებს დაინტერესებული სკოლების რეგისტრაციას პროექტისთვის: "ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფების მხარდაჭერა ახალგაზრდების გაძლიერების გზით", რომელიც ხორციელდება Rönne-Stiftung-თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეების გააქტიურება, მათი ცნობიერების და ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ განათლების შესაძლებლობებზე.
პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების წარმომადგენელ ეთნიკურად სომეხ და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მე-8 და მე-9 კლასელ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ აქტივობებში:
** ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების ტრენინგები რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული საგანმანათლებლო პროექტების/პროგრამების შესახებ. ტრენინგები მოსწავლეებთან ჩატარდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
** მრავალფეროვნების ბანაკი - ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდები ჩაერთვებიან ინტერაქტიურ და შემეცნებით აქტივობებში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს.
** მინი გრანტები - მოსწავლეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ ლიდერებთან ერთად, დაწერონ პროექტი მათთვის საინტერესო თემებზე, მიიღონ დაფინანსება და ორგანიზაციის მხარდაჭერა განხორციელების პროცესში.
პროექტით დაინტერესებულმა სკოლის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე: https://forms.gle/o9uXcwxFtUR4tknL8
აპლიკაციები მიიღება 27 სექტემბრის ჩათვლით.
პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 27 აგვისტოს, 3 სექტემბერს და 10 სექტემბერს 18:00 საათზე. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/82259978495
პროექტთან დაკავშირებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მეილებზე: tamaz@dep.ge; youth@dep.ge