jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: STEM რობოტექნიკის ტრენერი
მომწოდებელი: ლოგიკმეტრი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

"ლოგიკმეტრი" ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით ასწავლის სახალისო ინგლისურს, მათემატიკას, წიგნიერებას და STEM რობოტექნიკას (ლეგოებით ინსტრუქტორების აწყობა). ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში.

ჩვენ ვეძებთ ერთგულ და გამოცდილ პედაგოგს STEM რობოტექნიკის მიმართულებით, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მოგეთხოვებათ ჩაატაროთ გაკვეთილები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეთა თეორიულ და გამოყენებით უნარებს.

თანამშრომლობა შესაძლებელია გამოუცდელ კადრთანაც, რომელსაც ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგები და შევასწავლით მიმართულებას.

მთავარი პირობები:

** განაკვეთი: 8 საათი
** სამუშაო დღეები: შაბათი
** ანაზღაურება: შეთანხმებით საათობრივი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მოსწავლეებთან ურთიერთობის და სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობა, პოზიტიურობა, გაწონასწორებულობა;
** კრეატიულობა;
** გუნდურობა და ჯგუფის მართვა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე გამოგზავნოთ: Info@logicmeter.com (სათაურში აუცილებლად მიუთითეთ STEM რობოტექნიკის ტრენერი).



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |