საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია - სენდო სთავაზობს მომხმარებელს ყველა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის მისიას წარმოადგენს - მიაწოდოს კლიენტებს საიმედო მომსახურება განსაკუთრებული საფასო სეგმენტის და სწორი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზებით.
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)
ანაზღაურება: 1200-1800 ლარი + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)
სენდო აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ქ. თბილისში
ძირითადი მოვალეობები:
** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მართვა
** შეკვეთების პროგრამული ასახვა
** გადაზიდვების ვადების მონიტორინგი
** ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება
** შეკვეთის დოკუმენტაციის მოწესრიგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
** ანალოგიურ პოზიციაზე, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@sendo.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს სენდოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] თვის ვადით.
აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.