სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: წარმოება (ლუდი და ლიმონათი)
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს 24 საათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საწარმოში ელექტროქსელების მუშაობის კონტროლი, რემონტი და ელექტრო ენერგიით უწყვეტი მომარაგება;
** საწარმოში ელექტროგენერატორების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას ელ. დანადგარების უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ელ. დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მათი პერიოდული დათვალიერება;
** საწარმოში წარმოქმნილი დარღვევების გამოვლენა და მათი დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული ან/და მოსალოდნელი პრობლემის შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი ან პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
** ელექტრო სქემების წაკითხვა;
** გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამები: PLC-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭებათ საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;
** ენები: რუსული და ინგლისური (სასურველია).
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ელექტრიკოსი, ან დამიკავშირდით 577344340.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!