კომპანია "ჯი თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini -ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების თანაშემწის/მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვისის მიმღებისგან ავტომობილის ჩაბარება და ინფორმაციის მიღება სერვისზე შემოსული ავტომობილის ჩივილის/ხარვეზის თაობაზე;
** ავტომობილის ტრანსპორტირებისას/ტესტ დრაივისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სერვისის მიმღებთან;
** ავტომობილის შიდა ტრანსპორტირების დეტალურად ასახვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ავტომობილების მოწესრიგება შოურუმში განსათავსებლად;
** შეძენილი ან/და სერვისიდან მოწოდებული ავტომობილის შემოწმება და მომხმარებლისთვის გადასაცემად მომზადება;
** აღმოფხვრილი ჩივილების/ხარვეზების დადასტურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომობილის აგებულების ცოდნა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სერვისის მიმღების თანაშემწე / მძღოლი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი მოტორს"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!