jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ცვლის უფროსი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

"კოლორ ჯგუფი"- არის ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.

როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ ცვლის უფროსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო დღის დასაწყისში წარმოების ხელმძღვანელთან წინა ცვლის მიერ გადმოცემული დავალებების ჩაბარება;
** სამუშაო დღის დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** მიღებული დავალებების მიხედვით სამუშაოების სწორად გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე;
** ცვლის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო მასალებით მომარაგებით უზრუნველყოფა;
** შეკვეთის ხარისხიანად და დადგენილ ვადებში ჩაბარება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების დისციპლინის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვების თანადაფინანსებას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი: სრული, ყოველი მეორე ღამის ცვლა
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ბაღდავაძის ქ. # 3
ანაზღაურება; ფიქსირებული 1200 ლარიდან + ბონუსი, (საშუალოდ 2000 ლარი)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@cologroup.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |