კორეული რესტორანი "სეული" გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება, პროგრამაში შეყვანა და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული კერძების და მათი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
** მაგიდის მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ერთჯერადი უფასო კვება სამუშაო დღის განმავლობაში.
სრული განაკვეთი კვირაში 42 საათი
დასვენება ერთი დღე
ანაზღაურება თვეში ერთხელ 850 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: restaurantseoul2017@gmail.com;
nmiminoshvili90@yahoo.com