jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტში მონაწილეთა მიღება
მომწოდებელი: ქალთა ასოციაცია თანხმობა
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

მიმდინარეობს პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია სამ მუნიციპალიტეტში!

ქალთა ასოციაცია "თანხმობა", პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად" და ასოციაცია "ქართული სახლი" ახორციელებს პროექტს "დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერება უკეთესი შესაძლებლობებისთვის".

პროექტი მიზნად ისახავს დაბრუნებული მიგრანტების, მიგრაციის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების პროფესიული უნარების გაძლიერებას და მათთვის საარსებო წყაროს შექმნის შესაძლებლობას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:

** ქალებს და ახალგაზრდებს 18 წლიდან, ვისი ოჯახის ერთი წევრი მაინც იმყოფება ემიგრაციაში
ქალებს და ახალგაზრდებს, ვისი ოჯახის ერთი წევრი მაინც უახლოეს მომავალში გეგმავს ემიგრაციაში წასვლას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
** ქალებს და ახალგაზრდებს, რომლებიც დაბრუნდნენ ემიგრაციიდან ბოლო ორი წლის მანძილზე.
პროექტში მონაწილე პირები უნდა ცხოვრობდნენ შემდეგი სამი მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთში: გორი, თეთრიწყარო ან წყალტუბო.

რა აქტივობებია დაგეგმილი პროექტის ფარგლებში?

** ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დაბრუნებული მიგრანტი ქალებისთვის
** სახელობო/პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსები
** თვითკმარობის მიღწევის ხელშეწყობა
** უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება

პროექტში მონაწილეობის მსურველებს, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScF92DIB7R7vsY2sozRQcXvNHvI-DggJuUSmYT0k6bRapR5TA/viewform?usp=sf_link

დამატებით ინფორმაციას პროექტის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ: https://www.facebook.com/IDPWAConsent/

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
E-Mail: admin@idpwa.org.ge

პროექტი "დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერება უკეთესი შესაძლებლობებისთვის" ხორციელდება ქალთა ასოციაცია "თანხმობა"ს მიერ პროექტის "განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში" (STREAMinG) II ფაზის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |