შპს FMG (Food Management Group) აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.
პოზიციის დეტალები:
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 1000-1200 - ნეტი,
მდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის 5
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბუღალტრული აღრიცხვა:
** ყოველდღიური ტრანზაქციების, მიღებული და გადახდილი თანხების, შემოსავლების და ხარჯების სწორად და დროულად აღრიცხვა "Balance"-ში.
** კლიენტებისთვის ინვოისების/მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მათში საჭირო მონაცემების მოძიება და შეტანა.
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ყოველდღიური რეპორტინგი.
** ბანკებში გადარიცხვების მომზადება.
** სხვადასხვა მიმართულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და შიდა გამოყენებისთვის შესაბამის დოკუმენტებად გარდაქმნა.
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების გახარჯვის და ნაშთების კონტროლი.
** შიდა საბუღალტრო პირველადი დოკუმენტების შექმნა/მიღება და საჭიროებისამებრ დაარქივება.
ფინანსური აღრიცხვა:
** ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება ყოველდღიურ, თვიურ, კვარტალურ და წლიურ ჭრილში.
** ფულადი სახსრების მოძრაობის რეალური მაჩვენებლებით პროგნოზირებულის კორექტირება.
** ფულადი სახსრების მოძრაობის ყოველდღიური რეპორტინგი.
** ფინანსური ანგარიშგებებისთვის ხარჯების ზუსტი კლასიფიკაცია.
** ფინანსური და ბუღალტრული ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა სხვა დეპარტამენტების მენეჯერებისთვის და თანამშრომლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა).
** უპირატესობად ჩაითვლება საბუღალტრო პროგრამა Balance-ში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას
** სამედიცინო დაზღვევას
** კორპორატიულ კვებას
** ფიტპასს
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი