jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Moore Global Network Limited
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე (http://www.moore-georgia.ge).

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 114 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდ აშშ დოლარს (http://www.moore-global.com).

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;

** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
** წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ACCA სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV 2024 წლის 25 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |