jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინფექციის კონტროლის მედდა
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა.

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. ჟვანიას ქუჩა N3
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფექციის კონტროლის კომიტეტის წევრებთან ერთად ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვისა და პრევენციის უზრუნველყოფა;
** საკანონმდებლო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალების სათანადო რეჟიმით დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის რუტინული მონიტორინგი, სტერილიზაციის არსებული კანონმდებლობით დოკუმენტირებისა და აღრიცხვის კონტროლი;
** შესაბამის პროტოკოლებზე დაყრდნობით სამედიცინო აპარატურის წმენდის, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცესის ზედამხედველობა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი;
** საკანონმდებლო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების პროცესების კონტროლი;
** მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვის პირობების დაცვა და მონიტორინგი;
** ხელების ჰიგიენის სათანადო პრაქტიკის დანერგვა, ინვაზიური პროცედურების, ასევე ყველა რუტინული საექთნო პროცედურის ჩატარების, და/ან ასისტირების დროს სათანადო ასეპტიკური პრაქტიკის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და კონტროლი სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლის დონეზე;
** სადეზინფექციო ხსნარების, ერთჯერადი სახარჯი მასალების სხვა ფარმაცევტული პროდუქციის ხარჯვისა და აღრიცხვიანობის კონტროლი;
** ახალი პროდუქტის (სადეზინფექციო, ანტისეპტიკური და სხვა ჰიგიენური საშუალებების) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების მასალების შერჩევაში მონაწილეობა, მათი სათანადო გამოყენების წესების გაცნობა სამედიცინო პერსონალისთვის;
** დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
** ჩხვლეტის, ან სხვა გზით დაინფიცირების შემთხვევების აღრიცხვასა და დაზარალებული პერსონალის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობა;
** ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის კუთხით სამედიცინო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგის შედეგების ანალიზი და წარდგენა უშუალო უფროსთან და ქსელის საექთნო მიმართულების ხელმძღვანელთან დადგენილი პერიოდულობით;
** ახალი სტანდარტების, გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვა დაქვემდებარებულ პერსონალთან, მათი სწავლება და გაიდლაინების დაცვის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკური მიმართულებით;
** სასურველია ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურები, გაიდლაინები, ინსტრუქციები;

კომპეტენციები და პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ინფექციის კონტროლის მედდა".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |