საფოსტო-საკურიერო მომსახურების კომპანია "MotoCourier" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა: სხვა და სხვა სახის გზავნილების (დოკუმენტები, მცირე ზომის ამანათები და ასე შემდეგ) აღება შემკვეთის მისამართიდან ან/და ჩაბარება ადრესატზე.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** ახალგაზრდა, ენერგიული, შრომისმოყვარე, თავაზიანი, გამართული მეტყველებით.
** თბილისის ძირითადი ქუჩების ცოდნა და ქალაქში ორიენტაციის კარგი უნარი.
** სხარტი აზროვნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000.00 ლარი, ხელზე ასაღები.
კომპანია დასაქმებულს უზრუნველყოფს ავტომობილით, სამუშაოსთვის საჭირო საწვავით და მობილური ტელეფონის კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: hr@gsd.ge
სათაურში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ - კურიერი.