jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები კლინიკა მედის პროცედურებზე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებისთვის;
** უფასო ყავა;
** წელიწადში ხუთჯერ კლინიკისგან სასაჩუქრე ქულები;
** საჩუქარი დაბადების დღეზე;

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 სთ;
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (net) გამოცდილების შესაბამისად;

ფუნქცია-მოვალეობები:

** CRM სისტემაში არსებული კალკულაციების განახლება;
** კალკულაციების პერიოდული კონტროლი და კორექტირება;
** ხელმძღვანელისთვის თვიური (ანალიტიკური) რეპორტების მომზადება;
** სტატისტიკური ფინანსური რეპორტინგის მომზადებაში მონაწილეობა;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
** მოთხოვნის მიხედვით, კომპანიის სხვადასხვა ტიპის რესურსებზე კონტროლის მექანიზმის შემუშავება და შესაბამისი ანალიტიკის წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ფინანსების, ეკონომიკის ან მსგავს სფეროში ბაკალავრის ხარისხი;
** ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური მოდელების და ანალიზის უნარი;
** Excel-ისა და ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 26 სექტემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |