"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშო ადგილი: ქ. ბათუმი, გორგილაძის #88
სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსი 700 ლარი + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
მოვალეობები:
** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.
მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** აქტიურობა,
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.