შპს "აჭარა ტექსტილე" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ქარხანაში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების შესწავლა
** საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
** დანადგარების მართვის კარადების მონიტორინგი და პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა
** ენერგო მომხმარებელი მოწყობილობების და დანადგარების მართვა/კონტროლი
** ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
** მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
** ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
** ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია
** არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით
** საექსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა
** ელექტრული დაზიანებების და ავარიების ანალიზი
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ
** საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო განათლება, ელექტრობის მიმართულებით
** ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
** სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერტიფიკატი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ადგილმდებარეობა: რუსთავი, გაგარინის ქ. 20
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 06 02 27.