jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პიცის ამწყობი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გამოცდილება არ არის აუცილებელი, შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან საქმიანობას და გაივლიან ტრენინგებს.

პოზიცია: პიცის ამწყობი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი - ვაკე, საბურთალო, გლდანი, ისანი, ვარკეთილი. (კანდიდატი გადანაწილდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად)
სამუშაო საათები: 5/2 ცვლებში სამუშაო.
ცვლა 1 - 10:00 - 18:00
ცვლა 2 - 18:00 - 02:00 (ტრანსპორტირება)
(ცვლები არის მონაცვლეობითი კვირის განმავლობაში)
ანაზღაურება: 800-950 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
** პიცის აწყობა, მომზადება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება ნულიდან;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** ღამის ცვლის შემთხვევაში ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა;
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პიცის ამწყობი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ჯეოპიცამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |