jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
მომწოდებელი: ჯინეტი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სატელეკომუნიკაციო სფეროში, ქუთაისში მოქმედი ერთ-ერთი ინოვაციური მიღწევების მქონე სტაბილური და მზარდი ოპერატორი "ჯინეტი" აცხადებს ვაკანსიას - ოპტიკური ქსელის მემონტაჟე.

"ჯინეტი" სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომლის აბონენტები კორპორაციული და ფიზიკურ პირები არიან. კომპანია მათ აწვდის ფიქსირებულ ინტერნეტს და ტელევიზიას.

"ჯინეტის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რისი მეშვეობითაც ფიზიკურ აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 180 მბ/წმ მდე სიჩქარის ინტერნეტი, ხოლო კომპანიებისთვის 1გბ/წმ მდე სიჩქარის ინტერნეტი. ამ მიმართულებით კომპანია გახდა ქვეყნის მოწინავე სატელეკომუნიკაციო ოპერატორი.

ინსტალატორის პოზიციაზე ჩვენ გთავაზობთ:

** ქუთაისში სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას;
** სრული სამუშაო განაკვეთს;
** ხელზე ასაღებ ანაზღაურებას - 900 ლარი;
** 3 თვიან ანაზღაურებად გამოსაცდელი ვადის პერიოდს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპტიკური კაბელების მონტაჟი სპეციალური საკიდების მეშვეობით სხვა და სხვა სახის ბოძზე;
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი შენობების ფასადებსა და სხვა და სხვა კონსტრუქციაზე;
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი ჭებსა და სხვა და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

თქვენ წარმატებისათვის დაგჭირდებათ:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და პროფესიულად შესრულება;
** კომპანიაში არსებული წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა/შენახვა.

** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, სადენის გაყვანა (სასურველია);
** B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა (სასურველია);
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@genet.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟე - ქუთაისი". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯინეტის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |