jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დღის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: დღის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი); 10:00-14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი (ხელზე ასაღები).

ბენეფიტები:

** ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით;
** სამედიცინო დაზღვევა;
** დაბადების დღის დანამატი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ოქროს (ბრილიანტის) შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |